NBA-ის 4-გზის ჩემპიონმა შაკილ ო’ნილმა ნეიმარს მიმართა და მოუწოდა, რომ გულშემატკივრებისგან მიღებული კრიტიკა სამოტივაციოდ გამოიყენოს.
“ოდესმე ნეიმარს მსოფლიო ჩემპიონატი მოუგია? ის ნებისმიერს შეუძლია გააკრიტიკოს, ისევე როგორც მე. როგორ ფიქრობთ, არ მაღიზიანებდა, როცა ამბობდნენ, რომ 50 ქულა ჩავაგდე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან ჩემი გუნდი დამარცხდა? რა თქმა უნდა, ეს მაბრაზებდა.
ჩემი კარიერის განმავლობაში ზოგიერთი კრიტიკა მართლაც სამართლიანი იყო, ზოგიერთი კი უბრალოდ აღმაშფოთებელი, მე ამ ყველაფერს მოტივაციისთვის ვიყენებდი, ნეიმარიც ასე უნდა მოიქცეს.
მესმის, რომ არაერთი ტიტული მოუგია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი ჯერ არ გამხდარა, ამიტომ მან ეს ტიტული უნდა მოიგოს!”, – განაცხადა ო’ნილმა.