“წადით ფრონტზე და თავად მოკვდით” | მობილიზებულთა ახლობლები პუტინს მიმართავენ

რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები პრეზიდენტ პუტინს მიმართავენ. “ტელეგრამ არხზე” – “Путь домой” გამოქვეყნებულ მიმართვაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი ამბობს, რომ არის ერთ-ერთი მობილიზებული.
მისი თქმით, ფრონტზე “ყველაფერი ირღვევა, დაწყებული ადამიანის უფლებებით” და მობილიზებულებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მაგრამ “არავინ აპირებს ვინმეს მკურნალობას – მათ მისცეს აბი და ეს არის”. ის ამბობს, რომ მას და სხვა სამხედროებს სურთ მშვიდობა და ომის დასრულება, მაგრამ პრეზიდენტს იგივე არ უნდა.
“ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ სადამდე მიიყვანე ხალხი? ჩვენ, რუსებს, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში იმედი აღარ დაგვრჩა. დაამთავრეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია [ ასე უწოდებს ომს ში] დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. რა ჯანდაბაა “დენაციფიკაცია” და “დემილიტრაიზაცია”? გესმით რაზეა საუბარი? ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვებს ამბობთ, ხალხი კვდება. მოდით ვიცხოვროთ მშვიდად. ან თვითონ წადით ფრონტზე და თავად მოკვდით”, – ნათქვამია მობილიზებულთა ახლობლების მიმართვაში.
14 დეკემბერს პუტინმა თქვა, რომ ამჟამად უკრაინაში მობილიზებულია 244 პირი, ხოლო 41 ათასს გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან ასაკობრივი ზღვარის მიღწევის, ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზების გამო.
The Moscow Times წერს, რომ მობილიზაციის დროს სულ 300 ათასი ადამიანი გამოიძახეს, ამის გათვალისწინებით, 15 000-ის ბედი უცნობია.