„წადით ფრონტზე და თავად მოკვდით“ – მობილიზებულთა ნათესავები პუტინს მიმართავენ

რუსეთში მობილიზებულთა ნათესავები კვლავ მიმართავენ ვლადიმერ პუტინს. მათ ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნეს მობილიზებული ჯარისკაცის, ვორონეჟელი ალექსანდრის მიმართვა პრეზიდენტისდამი.
როგორც „მედუზა“ წერს, ალექსანდრი საუბრობს მობილიზებულთა რთულ მდგომარეობასა და ფრონტზე არსებულ „აუტანელ პირობებზე“ . იგი და სხვა სამხედროები ომის შეწყვეტას უჭერენ მხარს.
ალექსანდრის მიმართვასთან ერთად, პოსტში მობილიზებულთა ნათესავები მწვავედ აკრიტიკებენ პუტინს.
„სადამდე მიიყვანეთ ხალხი… ჩვენ, ს მოქალაქეებს, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში იმედი აღარ გვაქვს. დაამთავრეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დაჯექით მოლაპარაკების მაგიდაზე. რის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია [მოსკოვის ოფიციალურად გაცხადებული მიზეზები ომისთვის]? თავად მაინც გესმით, რის შესახებ საუბრობთ? ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვებს წარმოთქვამთ, ხალხი იღუპება. მოგვეცით საშუალება, წყნარად ვიცხოვროთ. ან წადით ფრონტზე და თავად მოკვდით“, – ვკითხულობთ პოსტში.
ამავე ჯგუფში პუტინისდამი მიმართვა აქამდეც გამოქვეყნდა. მაშინ საუბრობდნენ, რომ ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი მობილიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა ხაზს უსვამდნენ, რომ ქვეყანაში სიტუაციის არევა არ სურდათ.