წაგებული ოლიგარქი | ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის დავის ახალი ეტაპი

ოლიგარქის გამარჯვებების სერია დასრულდა. “კრედიტ სვისთან” პირველ დავას აგებს. ჟენევის საფინანსო საქმეების პროკურორი აცხადებს, რომ მილიარდერის ბრალდებები ბანკის წინააღმდეგ უსაფუძვლოა. ქართველი ოლიგარქი შვეიცარიული საბანკო სისტემის გიგანტს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშულებდა.
ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ და პოლიტიკურ ჯგუფებს დღეს მთელი დღე თავის მართლება უწევდათ. იურისტები გადაწყვეტილების გასაჩივრებას და დავის გაგრძელებას გეგმავენ. “ქართულ ოცნებაში” კი ძველ რიტორიკას უბრუნდებიან. მმართველი პოლიტიკური კლანი თავის პატრონს ისევ კოლექტიური დასავლეთის მსხვერპლად აცხადებს, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.