ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე, სტუმართა რიგებში კი ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
მიუხედავად „სენტ-ეტიენის“ წაგებისა, დავითაშვილმა sofascore-ს და whoscored-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო (შესაბამისად 8.3 და 8.0), ხოლო flashscore-მ მხოლოდ 7.7 ქულა გაიმეტა.
ცნობისათვის, ზურიკო 56-ჯერ შეეხო ბურთს, 20 ზუსტი პასი გააკეთა, 5-დან 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო, კარში სამჯერ დაარტყა ბურთი და ერთხელ საგოლე მომენტი შექმნა.