“ძონძები, “საპოჟნიკიც” კი არ შეხვდება ამათ, ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა” – ელისაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს საერთაშორისო არენაზე არავინ არ დაელაპარაკება.
როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამყარებენ, როდესაც ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურახუნეს და გინდა ლობიზმში დახარჯე, გინდა ნუ დახარჯავ, უკვე მაგ დროს ძალიან წითელ ხაზებს ავლებ. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა “საპოჟნიკიც” კი არ შეხვდება ამათ, ისეთ დღეში არიან. არავის პროფესიას არ ვაკნინებ, მაგრამ ამათ გამორიცხულია ვინმე შეხვდეთ, სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან ისინი არ მიესალმებიან უცხოეთში რომ წავიდნენ. ესენი ისეთი ძონძები გახდნენ, სანქციების გრძელდება და ფართოვდება და უკვე დაუწყეს “ოცნებას” ისე ლაპარაკი, როგორადაც იმსახურებენ”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, ორი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში

ვიქტორ ორბანი – ზელენსკი კვლავ იყენებს ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას – ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა და ეს არც ახლა მოხდება