ძმის, გაბრიელ წულაიას ინფორმაციით, ჟურნალისტი ირაკლი წულაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მოტივით დააკავეს.
“ჩემი ალალი ძმა ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის გამო! იმედია, ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იგივენაირად არ მოიქცევიან!!!
4 ოქტომბრის ე.წ. “მშვიდობიანი დამხობის” მერე საერთოდ სურვილი არ მქონდა ქუჩაში გასვლის, მაგრამ ოცნება მაიძულებს, რომ შევცვალო ჩემი ძმა და დღეიდან მეც აქციაზე ვიქნები, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებთ!!!” – წერს ის.
ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
