ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. ს საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას