სიცხესთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება მსოფლიოში, დათბობასთან ერთად. მოსალოდნელია, რომ სიცხესთან დაკავშირებული წლიური სიკვდილიანობა 370%-ით გაიზრდება საუკუნის შუა პერიოდში, თუ ტემპერატურა 2 გრადუსით ამაღლდება პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა.
უკვე გასულ წელს, დაახლოებით 1,1°C დათბობით, ადამიანებმა საშუალოდ საკმაოდ სახიფათო ტემპერატურა განიცადეს.
აღნიშნულია, რომ ტემპერატურის მკვეთრი მატების მიმართ ყველაზე მეტად 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები არიან დაუცველები.
სითბოს ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს 490 მილიარდი სამუშაო საათის დაკარგვა 2022 წელს, რაც თითქმის 42%-ით მეტია 1991 წლიდან 2000 წლამდე.
გახშირებულმა სიცხემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კვებითი დაუცველობა დამატებით 525 მილიონი ადამიანისთვის.
გლობალური დათბობა
მეცნიერთა ბოლო მონაცემებით, გლობალური დათბობა კრიტიკულ ზღვარს 5 წელიწადში გადალახავს.
მეცნიერთა გათვლებით, თუ კიდევ 250 გიგატონა ნახშირორჟანგი შევა ატმოსფეროში, მაშინ პლანეტის საშუალო ტემპერატურა 50% ალბათობით გადაკვეთს მეცნიერთა მიერ დადგენილ სიგნალის ხაზს.
პლანეტაზე ტემპერატურის შემდგომი მატების შესაჩერებლად კაცობრიობამ მკვეთრად უნდა შეამციროს CO₂ გამონაბოლქვი, მიიჩნევენ ექსპერტები.
ასევე ნახეთ:
„24 საათში, Youtube-ზე, „ტრენდებში“ პირველ ადგილზე“ – ლელა წურწუმიას ახალ კლიპს 100 ათასზე მეტი ნახვა
„მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემმა შვილმა მოკლა თქვენი შვილიო“ – 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები