ძლიერ საქართველოს შეუერთდა ჯეოქეისი, რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ყოფილი ადვოკატია

ოპოზიციურ გაერთიანება ძლიერ საქართველოს ცნობილი ანალიტიკური ცენტრი, ორგანიზაცია – ჯეოქეისი შეუერთდა. ჯეოქეისის ხელმძღვანელი ს ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანია.
ცოტა ხნის წინ კოალიციის ლიდერებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ჯეოქეისი მ წარადგინა და თქვა, რომ მათი პროგრამები “აუცილებლად იქნება გათვალისწინებული [კოალიციის] მომდევნო პროგრამაში”.
“ძლიერი საქართველოს ლიდერებს გვაქვს შეხვედრა ორგანიზაცია ჯეოქეისთან, მე მგონი, საზოგადოებას ახსნა არ სჭირდება. ეს არის კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუშაობს ჩვენი ქვეყნის ძალიან საჭირობოროტო მიმართულებაზე – ეს არის უსაფრთხოება, ეკონომიკა, საერთაშორისო ევროპული ვექტორი და ა.შ.
თქვენი აქ მოსვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან ნაყოფიერად გავაგრძელებთ უერთიერთობას თქვენს ორგანიზაციასთან. თქვენი ნამუშევარი, პროგრამები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული თქვენს მომავალ პროგრამაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
შეხვედრაზე განცხადება ვიქტორ ყიფიანმაც გააკეთა და კოალიციაში გაერთიანების მიზეზებზე ისაუბრა.
“ჩვენთვის რამდენიმე მოსაზრების გამო იყო რთული უარი გვეთქვა ამ შემოთავაზებაზე. მოგეხსენებათ, ვართ ანალიტიკური ცენტრი, მაგრამ როგორც არ უნდა ვაყალიბებდეთ აზრს, ყოველგვარ აზრს სჭირდება გაგრძელება პოლიტიკური აქტორების სახით. […] იშვიათია ქართული სივრცისთვის კულტურა, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება ამბობს, რომ ყველა სიტყვაზე შეიძლება პასუხი არ ჰქონდეს შენს წიაღში და მე მჭირდება, მოვიკითხო სხვათა აზრი, ეს მოწინავე ქვეყნებში დამკვიდრებული თარგია, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში რთულად იკიდებს ფეხს. ამიტომ, ასეთი მიდგომა, ასეთი ფორმატი აზროვნებასა და მიდგომაში ჩვენთვის იყო ორმაგად აღსანიშნი.
გარდა ამისა, როდესაც ესოდენ ავტორიტეტული, ჩემი აზრით, პოლიტიკური გაერთიანება ამბობს, რომ უნდა ითანამშრომლოს აკადემიასთან, ანალიტიკურ წრეებთან – ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ორიენტირი აღებული განვითარების დღის წესრიგზე და ესეც ჩვენთვის ძალიან ღირებული და არსებითია. […] დღეს ჩვენ იმედია, ქართულ აუდიტორიას ვუჩვენებთ ჩვენს მზაობას, ვაკეთებთ განაცხადს, რომ თუნდაც ამ წიაღში შევქმნათ მოძრავი აზრის კულტურა და რაც უფრო პოპულარული გახდება ეს და ფეხს მოიკიდებს, ჩვენთვის იქნება ეს ორმაგად მისასალმებელი”, – თქვა ვიქტორ ყიფიანმა.