„ძლიერ საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, კოალიცია “ძლიერ საქართველოს” შეუერთდა. ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის “პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი”.
“მე მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის. მე მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს,” – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე