ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში. ადიდებულმა მდინარემ უხადურამ დააზიანა ხიდბოგირები, საავტომობილო გზები. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა ღორღით.
მოვარდნილმა წყალმა ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო. დატბორილია ეზოები.
სტიქიის ადგილზე მთელი ღამე იმყოფებოდა ხარაგაულის მერი. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს