ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, მოგლიჯა ხეები, გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებდა.
მათივე ცნობით, გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა.
„მოგლეჯილმა ხემ ავტომობილი დააზიანა, მძღოლს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა“, – აღნიშნულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ სრულად გადახადა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება