ძლიერმა ქარმა ფოთში მაღალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა. ქარმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ათამდე ავტომობილი. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერ არავის განუმარტავს თუ როდის დაიწყება დაზიანებული სახურავის აღდგენა.
მერიის ინფორმაციით კი, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მათივე ცნობით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – „ხარებამ“ „ფეისკონტროლი“ ვერ უნდა გაიაროს ვერცერთ დაწესებულებაში, ასეთ ტიპს აძლევენ ღირსების ორდენს – ის არის რეინკარნირებული ბერბიჭაშვილი, როდიონოვი, ფილიპე მახარაძე და ხელისუფლების სახე დღეს

საია – სასამართლომ „რუსული კანონის“ პროტესტის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა – მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან