ძლიერმა ქარმა ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები და მწვანე ნარგავები დააზიანა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები.
ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება.
„მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.
დილიდან დაიწყო შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის პრომენადის გაწმენდითი სამუშაოები.
მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ