„ძლიერმა საქართველომ“ ცესკოში საარჩევნო სია მიიტანა. სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამავე კოალიციის ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ მიიტანა.
როგორც ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, მათი მიზანი, პარლამენტში იმდენი დეპუტატის გაყვანაა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.
„კოალიცია „ძლიერმა საქართველომ” დაარეგისტრირა საარჩევნო სია. წარმოდგენილ სიაში არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს კეთილსინდისიერი ადამიანები იღებდნენ. მოლოდინი არის, ის რომ ავიღებთ იმდენ მანდატს, შევცვლით „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ჭაობში ჩაძირვა.
წარვადგინეთ, 108 კაციანი სია, ჩვენი მოლოდინია, რომ გავიყვანთ საკმარისი რაოდენობის დეპუტატებს და სხვა პარტნიორებთან ერთად შევცვალოთ ხელისუფლება, ჩვენ არ ვითვლით მანდატებს“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.