„ძლიერმა საქართველომ“ პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა

მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერმა, „თბილისი ცენტრალში“ მდებარე ცენტრალურ შტაბში დაასახელა საპარლამენტო ს პარტიული სიის შემადგენლობა. სიაში დეპუტატობის 26 კანდიდატია. დასახელებულ კანდიდატებს შორის არ არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტი , რომელმაც 25 სექტემბერს, „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანების შემდეგ, თქვა, რომ მისთვის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის საინტერესო და მთავარია პოლიტიკაში მონაწილეობა. 26-წევრიან სიაში არ არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილიც.
„ძლიერი საქართველოს“ სია ასეთია:
· – „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი;
· – იურისტი, პოლიტიკოსი; პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი;
· ბადრი ჯაფარიძე – „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი;
· – პარლამენტის წევრი;
· ლევან ცუცქირიძე – „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი;
· ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი;
· ქეთევან თურაზაშვილი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი;
· საბა ბუაძე – თბილისის საკრებულოს წევრი;
· – პარლამენტის წევრი;
· დავით რაქვიაშვილი – უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
· თამარ ლალიაშვილი – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
· გრიგოლ გეგელია – პოლიტიკის თეორიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი;
· ლევან სამუშია – ადვოკატი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
· ფიქრია ჩიხრაძე – საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
· გიორგი უშიკიშვილი – ფოლკლორისტი;
· ვახტანგ სურგულაძე – თბილისის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
· ლანა გალდავა – სამართლის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
· მაკა ნუცუბიძე – იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი;
· მედეა მეტრეველი – ფილოლოგიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
· ალექსანდრე ელისაშვილი – პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი;
· ბაკურ კვაშილავა – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
· აგილ მუსტაფაევი – იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
· ირაკლი ქობალია – „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;
· ირაკლი უცინაშვილი – აქტივისტი გარემოს დაცვის საკითხებში;
· გიორგი რეხვიაშვილი – იურისტი, “მოქალაქეების” წევრი;
· ოთო ფარულავა – სამოქალაქო აქტივისტი, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
პოლიტიკურ პარტიებს ში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.