„ძლიერმა საქართველომ“ მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ს მონაცემებით, პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 მანდატი მოიპოვა.
„დღეს ჩვენ, „ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სიის წევრებმა, ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე…
მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს – ვიმეორებ ყველამ! – აქ გამონაკლისი არ არსებობს! ახლა კეკლუცობის დრო არ არის! ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას! ახლა ერთიანობის და ბრძოლის დროა!“ – აცხადებენ პარტიაში.
პარტიამ ცესკოსაც მიმართა ე.წ. სათადარიგო სიების გასაუქმებლად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მსგავსი მოთხოვნა ჯამში სამ პარტიას („ძლიერ საქართველოს“, „კოალიციას ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობა“) დაუკმაყოფილა. ცესკოსთვის არ მიუმართავს პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“.
26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგები მმართველმა პარტიამ აღიარა, რის საფუძველზეც 25 ნოემბერს პარლამენტიც შეიკრიბა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა კი საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს. ბარიერგადალახული ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის სხდომას არ დასწრებიან. სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა – “კოალიციამ ცვლილებისთვის”, “ძლიერმა საქართველომ” და “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. 27 ნოემბერს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმა (19 მანდატი) და მანამდე, 25 ნოემბერს, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი.
ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპის დარღვევის საფუძვლით არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია პრეზიდენტის სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოში მე-10 მოწვევის პარლამენტის 30 ოპოზიციონერ დეპუტატზე მეტის ხელმოწერით შეტანილია კიდევ ერთი სარჩელი.