ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში ქუჩები და ეზოები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ოზურგეთის ქუჩები დაიტბორა.
უხვი ნალექი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და პირველ სართულებში შევიდა, რამაც საყოფაცხოვრებლო ტექნიკა და სხვა ნივთები დააზიანა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
“ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია ქალაქ ოზურგეთის ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები.
ამ წუთებში, მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური; სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება – გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და “ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები სრულად არიან ჩართული”,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ