ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ბოსნიაში სულ ცოტა, 19 ადამიანი ემსხვერპლა

სულ ცოტა, 19 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ბოსნია-ჰერცეგოვინის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 4 ოქტომბერის ღამის განმავლობაში, განაცხადა ხელისუფლებამ. 1
6 მსხვერპლის ცხედარი იქნა ნაპოვნი სამხრეთ ბოსნიის იაბლანიცისა და კონიცის მუნიციპალიტეტებში, სადაც სამაშველო სამსახურები აგრძელებენ დაკარგული პირების ძებნას. კიდევ
სამი ადამიანი დაიღუპა ფოინიცაში, ცენტრალურ ბოსნიაში, განუცხადა სამოქალაქო დაცვის სამსახურმა რადიო თავისუფლებას. ნერეტვას კანტონის ხელისუფლების წარმომადგენელმა, დარკო ჯუკანმა განაცხადა, რომ დადასტურებულად დაღუპულია 19 პირი, თუმცა ბევრი სხვა უგზო-უკვლოდაა დაკარგული და “ბევრი” ადამიანია დაშავებული.
“ზოგან მხოლოდ სახურავების ნაწილები ჩანს. მე არ მახსოვს ასეთი მასშტაბის კრიზისი [1992-95] ომის შემდეგ” – თქვა ჯუკანმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ