ძლიერი ყინვების გამო ფინეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდი მოხსნას

ძლიერი ყინვების გამო ფინეთი, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდს მოხსნის.

4 იანვარს 30 გრადუსიანი ყინვის პირობებში, პიკის საათებში 19:00-დან 20:00 საათამდე მოხმარების მოცულობამ თითქმის 15 ათას მეგავატს მიაღწია. რეკორდული მაჩვენებელი  2016 წლის 7 იანვარს 15 105 მეგავატი იყო.

ელექტროენერგეტიკული ქსელის ეროვნული ოპერატორი Fingrid-ი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სავარაუდოდ დაამყარებს მოხმარების ახალ რეკორდს.

„შიდა წარმოების გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ელექტროენერგიის მოცულობა საკმარისია საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის შვედეთიდან და ესტონეთიდან იმპორტის წყალობით. მოხმარების იმპორტის წილი ამჟამად 20%-ს შეადგენს და ნაკლებად ექსტრემალურ ცივ ამინდში ფინეთი ხშირად ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს“, – წერს ფინური მედია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…