“ძლიერი ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ, სხვაგვარად ტიტულების მოგებას ვერ მოვახერხებთ” – ტენ ჰაგი

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “მანჩესტერ სიტი” 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ “მანკუნიანელთა” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ასოციაციის თასის მოგება ჩემი სურვილების სიაში ნამდვილად შედიოდა. სეზონის ამაღლებულ განწყობაზე დასრულება ყოველთვის კარგია.
გუნდი ვითარდება და მოგებას იწყებს, თუმცა აუცილებელია, რომ მოთამაშეები ჯანმრთელები იყვნენ, როდესაც პრემიერლიგაში თამაშობ, ძლიერი შემადგენლობა გჭირდება.
მეტი ფეხბურთელები გვჭირდება, რადგან ტრავმების გამო ამ სეზონში დიდი პრობლემები შეგვექმნა. ძლიერი მოთამაშეები უნდა შევიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულების მოგება შეუძლებელი იქნება”, – განაცხადა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, “იუნაიტედმა” პრემიერლიგის სატურნირო
ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა.