„ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავენ.
გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული ჰქონდათ, თუმცა ელოდებოდნენ დროს, როცა იურიდიულად ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები.
„მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ს ინტერესს და ზუსტად რუსული ხელწერით, სპეცოპერაციით, მათ მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები.
ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა და არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აი, ამ სამარცხვინო მმართველობამ, ს ხელმძღვანელობით, ეს ხმები მიითვისა, მოიპარა და ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალი გზა წაართვა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონკრეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიებო უწყებასთან, იურისტებთან, რომელთაც გაყალბების უამრავი ფაქტი დადეს.
ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს. დემონტაჟს გავუკეთებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები.
თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ [პარლამენტი] არალეგიტიმურია. ჩვენ მივმართავთ დღეს ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ხაზარაძემ.