“ძლიერი საქართველო” საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს დღეს მიმართავს

“ძლიერი საქართველო” საარჩევნო სიების ჩახსნის მოთხოვნით ს დღეს მიმართავს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ს ინტერესებს ემსახურება და სწორედ რუსული სპეცოპერაციით მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები:
“ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ უნდა არსებობდეს. ს ხელმძღვანელობით, ამ სამარცხვინო მმართველობამ ოპოზიციის ხმები მოიპარა, მიითვისა და ქართველ ხალხს წაართვა ევროპისკენ მიმავალი გზა. ჩვენ, “ძლიერი საქართველო” არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს,” – განაცხადა მან.
მისივე თქმით, სიების ჩახსნაზე გადაწყვეტილება კოალიციას დიდი ხანია მიღებული აქვს:
“ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა და დღეს მივმართავთ ცესკოს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ სიმტკიცით და იმ პროტესტით, რაც ქუჩებში მიმდინარეობს, მოვახდენთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების დემონტაჟს და ხელახალი ს დანიშვნას.”
სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს გუშინ მიმართა “კოალიციამ ცვლილებებისთვის. როგორც მან განაცხადა, ცესკოს პასუხის შემდეგ კოალიციის ის წევრები, რომლებიც გამსვლელ სიაში არიან, პარლამენტს ინდივიდუალურადაც მიმართავენ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით.