„ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით დღეს ოფიციალურად მიმართავს

„ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, დღეს ოფიციალურად მიმართავს.
„ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: , ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ვე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას