“ძლიერი საქართველო” გაფართოვდა – ვინ არიან კოალიციის ახალი წევრები

კოალიცია “ძლიერ საქართველოს” ახალი წევრები ემატებიან. კოალიციაში შემავალი “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ დღეს, 22 აგვისტოს მოძრაობის ახალი წევრები წარადგინა.
ესენი არიან:
· მარინა გულედანი — კაპიტალის ბაზრის ექსპერტი;
· ლაშა უჩავა — ექიმი;
· როლანდ შავაძე — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული;
· ლევან შატბერაშვილი — ფილოსოფოსი;
· დავით ჯინჭარაძე — ფსიქოლოგი;
· არჩილ ჟორჟოლიანი — ActID-ის ჰუმანიტარული პროექტის კოორდინატორი;
· ნანა გოგოხია — სამართალმცოდნე.
“პოლიტიკაში საქმიანობის დაწყება არ არის ადვილი საქმე. ეს არის ნამდვილად გაბედული გადაწყვეტილება და ძალიან მიხარია რომ ჩვენი გუნდი ამ არაჩვეულებრივი, პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით ძლიერდება”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ მათი წარდგენისას.
“თავისუფლების მოედანთან” ერთად, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შემადგენლობაში არიან პარტიები – “ლელო”, – ხალხისთვის” და “მოქალაქეები”. მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია ყოფილი პოლიტიკოსი, დავით გამყრელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა