„ძლიერი საქართველო“ – ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაფიოზური სინდიკატი, რომელიც 13 წელია ძარცვავს სახელმწიფოს – ეს კრიმინალური დაჯგუფება სასწრაფოდ უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის სადავეებს

პარტია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მარჯვენა ხელი, ორგზის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, კორუმპირებულია.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაფიოზური სინდიკატი, რომელიც 13 წელია ძარცვავს სახელმწიფოს.
“ძლიერი საქართველოს“ თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილება – არ დააკავოს ღარიბაშვილი აღიარებული დანაშაულის მიუხედავად – მიუთითებს, რომ სისტემა მთლიანად მოშლილია.
„საქართველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, ორგზის პრემიერ-მინისტრად, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებად ნამუშევარმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კორუფციული დანაშაული აღიარა! გამოვლენილია უპრეცენდენტო მასშტაბის კორუფცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე ბოლო 13 წლის განმავლობაში ამუშავებდა. ს მარჯვენა ხელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კორუმპირებულია! დადასტურდა ის, რაც ქართველმა ხალხმა უკვე არაერთი წელია იცის. დღეს ს კორუფციულ საქმეებს ადასტურებენ მისივე თანაგუნდელები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს აფარებდნენ ამ დანაშაულს და ახლაც იგივეს აგრძელებენ, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ მიუხედავად აღიარებული მძიმე დანაშულისა, ჯერ არ აპირებენ დამნაშავის დაკავებას. ამით სისტემა აღიარებს, რომ სრულიად მოშლილია და ემსახურება არა კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინტერესებს, არამედ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაფიოზური სინდიკატი, რომელიც 13 წელია ძარცვავს სახელმწიფოს. ეს არის მართვის რუსული მოდელი, რომელშიც ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები მოქალაქეების ძარცვით, ქოლცენტრებით, კლანური გარიგებებით, მართავენ ქვეყანას. ეს კრიმინალური დაჯგუფება სასწრაფოდ უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის სადავეებს!”,- ნათქვამია პარტია “ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.