„ძლიერი საქართველო“ – ბათუმში ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი პოლიციის მიერ დაწყებული უკანონო ქმედებების ფარგლებში დაკავებულია „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი

ბათუმში ს კონტროლირებადი პოლიციის მიერ დაწყებული უკანონო ქმედებების ფარგლებში დაკავებულია “ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი, – ამის შესახებ განცხადებას “ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
„გუშინ ამავე ძალების მიერ ვაჟა დარჩია იქნა გატაცებული. ასევე ტყვეობაში რჩებიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, ისევე როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ახალგაზრდა.
დღეს ძალადობრივი რეჟიმი გადასულია აგრესიის მორიგ ფაზაში, რომლის მიზანიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების დასჯაა.
“ძლიერი საქართველო” ემსახურება ქართველ ხალხს! ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თანამოქალაქეების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, ვაგრძელებთ მუშაობას ყველა ფლანგზე ამ არალეგიტიმური რეჟიმის დასამარცხებლად.
ჩვენი თანაპარტიელები ამ წუთას ქართული ოცნების ტყვეობაში იმყოფებიან. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მათ განთავისუფლებას და საბოლოო გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ!
ვითხოვთ ახალ არჩევნებს!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, – წერია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

ირაკლი გედენიძე – იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვითქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო