“ძლიერი საქართველო” ამბობს, რა დროს მიიღებს უპირობოდ პრეზიდენტის შეთავაზებულ მთავრობას

“ოპოზიცია მზად ვართ ხალხის და პრეზიდენტის წინაშე დავდოთ პირობა, რომ ს შემდეგ, თუ ჩვენ გარკვეული ვადის შემდეგ ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც”, – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა დავით გამყრელიძემ გააკეთა.
“26-ში გვაქვს არჩევნები, შემდგომ 26 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 26 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს შემაჯამებელ ოქმებს. მანამდე რაც არ უნდა მოინდომო, იქ არის პროცედურები, სასამართლო, ყველა დონის კომისიების გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, შემდგომ 10 დღის განმავლობაში ხდება სხდომის მოწვევა და პირველი
ხდომის ჩატარება, რომლის შემდეგაც კონსტიტუციის თანახმად, პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ეძლევა საშუალება, რომ დაასახელოს პრემიერი და სამთავრობო გუნდი, ორი კვირა აქვს ამისთვის, მერე კენჭისყრა და თუ მას არ აქვს შესაბამისად ნახევარზე მეტი მანდატი, იწყება ისევ ორკვირიანი პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტის წევრების მესამედზე მეტმა დაასახელონ პრემიერობის კანდიდატი, შესაბამისი მთავრობა და უყარონ კენჭი.
თვე-ნახევარი გავიდა ამასობაში.
შესაბამისად, მთავარი წუხილი, რასაც პრეზიდენტი ამბობს სწორედ ტექნიკურ მთავრობასთან, პრემიერთან თუ ა.შ. მიმართებით არის მისი, ასე ვთქვათ, ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ ერთობლივ კანდიდატზე შეთანხმებას, ერთობლივ კანდიდატურებზე შეთანხმებას და ამიტომ ის თვლის, რომ მას უნდა ჰქონდეს ეს უფლება და ჰქონდეს ახლავე. სიმართლე ვთქვათ, რომ ქარტიაში არჩევნებამდე ეს საკითხი შეგნებულად არ ჩაიწერა. იყო საუბარი ამაზეც, ტექნიკურ მთავრობაზეც, მაგრამ შემდეგ წინასწარი კონსულტაციების დროს ეს შეგნებულად ამოიღეს იმიტომ, რომ თავიდანვე პარტიებმა, მათ შორის მ, როგორც “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ, დააყენა ეს პირობა, რომ ამომრჩეველს აქვს პრეროგატივა. ეს დღე არის ერთადერთი დღე, როდესაც ძალაუფლება გადადის ხალხის ხელში და მოდი, ჩვენ წინასწარ ნუ მოვახვევთ თავს კანდიდატურებს.
დროს დავუბრუნდები, დაახლოებით თვე-ნახევარი, ჩვენ ყველანი ოპოზიციაში მზად ვართ სახალხოდ, ხალხის და პრეზიდენტის წინაშე დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ნათელი იქნება კომპოზიცია, თუ ჩვენ გარკვეული ვადის, თუნდაც სამი კვირის ვადაში ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც. ეს ხომ ყველა პრობლემას ხსნის? ამავე დროს ამომრჩეველსაც არ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში”, -ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ინტერპრეტაციები მოჰყვა “ქართული ქარტიის” ბოლო წინადადებას, რომლის მიხედვით, მთავრობას, რომელიც სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, პრეზიდენტი წარადგენს. შესაბამისად, ამ ინტერპრეტაციების გასაფანტად, მან პარტიებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქარტიის ყველა სიტყვას ეთანხმებიან.
“მე ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა გადაინაწილონ მანდატები და შექმნან მთავრობა ამ გარდამავალ ეტაპზე. ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იქნება პასუხისმგებელი, რომ ქარტიის პირობები შეასრულოს და ამ რამდენიმე თვეში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ ევროპის კართან.
ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და წარდგენა უნდა მოხდეს არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც