„ძლიერი საქართველოს“ წევრები ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრები ლანა გალდავა, თაზო დათუნაშვილი, აგილ მუსტაფაევი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ფაგან გუსეინოვი ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ძლიერი საქართველოს” წევრებმა მოსახლეობას საპროგრამო დოკუმენტი – ,,ილიას გზა” გზავნილები გააცნეს. ამასთანავე, ქვემო ქართლში არსებული პრობლემატიკის დასაძლევად კოალიციის ხედვებზე ისაუბრეს.
„აღსანიშნავია, რომ საარჩევნო შტაბში მოსახლეობის ჩართულობა მაღალი იყო. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობასთან შეხვედრები ბოლნისის ქუჩებში გაგრძელდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.