„ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერები ლოზუნგით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ რუსთაველის გამზირზე აქციას შეურთდნენ

„საქართველო დადექი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, – ამ ლოზუნგით შეუერთდნენ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.
მათ მსვლლეობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყეს, პროტესტის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები და პლაკატები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
როგორც ცნობილია, “პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე” 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია. ადგილზე დამონტაჟდა სცენაც.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად