„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბრიტანეთის ახლადდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოს” ლიდერები ბრიტანეთის ახალდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და ბრიტანეთის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ბრიტანეთი დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობას გამოაგზავნის.
შეხვედრაზე, ასევე ხაზი ქართულ ეკონომიკასა და განათლების სისტემაში ბრიტანული ინვესტიციების მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას გაესვა.
„პარტნიორობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის გაღრმავდება , როდესაც ხელისუფლებაში მოვა კოალიციური მმართველობა. ახალი ელჩი გარეტ უორდი, რომელსაც უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ სტრატეგიულ-მეგობრულ ურთიერთობებს ხელს შეუწყობს და გააღრმავებს“, – აცხადებენ “ძლიერ საქართველოში”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”