“ძლიერი საქართველოს” ინიციატივით, გურიაში დამატებითი ტექნიკა შედის

გურიაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად და თოვლისგან გზების გასაწმენდად, კოალიცია “ძლიერი საქართველო” კერძო პირებისგან და კომპანიებისგან, მათ მფლობელობაში არსებულ JCB ტიპის ტრაქტორებს ქირაობს.
კოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკონტრაქტებული მძიმე ტექნიკა, უკვე შევიდა სტიქიის ზონაში. დაწყებულია დამატებითი ტრაქტორების მობილიზება.
მესამე დღეა ოზურგეთში “ძლიერი საქართველოს” საგანგებო შტაბი მუშაობს, რომელიც მოხალისეებისა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას ახდენს, ცხელ ხაზზე შემოსული მისამართების მიხედვით. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთსა და ლანჩუთში, პირადად არიან ჩართული კოალიციის ლიდერები, , ვახტანგ სურგულაძე, გიორგი სიორიძე და ლადო ქვილორია, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან და მოხალისეებთან ერთად.
საგანგებო შტაბის ცხელი ხაზი მიშაობს 24/7
ტელ: 599 93 84 84
577 50 30 09″- აღნიშნულია კოალიცია “ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.