„ძლიერი საქართველოს” გეგმით პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25% -ით დაბეგვრა იქნება

“ძლიერი საქართველოს” გეგმით, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25% -ით დაბეგვრა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე განცხადებით, “ძლიერი საქართველო”, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას პენსიების 1000 ლარამდე გასაზრდელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს.
„პენსიის 1000 – ლარამდე გაზრდა კოალიცია„ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის – ილიას გზის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
კოალიციის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსიის ზრდასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოს” ლიდერები საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ. დღეს კოალიციის ლიდერი პენსიონერებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
პროგრამული დოკუმენტის სისრულეში მოსაყვანად და პენსიონერებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად „ძლიერ საქართველოს” დაგეგმილი აქვს შემდეგი ნაბიჯები:
· პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა
· კაზინოების და სათამაშო ბიზნესის გადასახადის/ მოსაკრებლის გაზრდა 15%-დან 25%-მდე;
· ნაბიჯების გადადგმა საპენსიო სესხებისა და ოვერდრაფტების სისტემის ბოროტად გამოყენების პრაქტიკის დასასრულებლად;
· პირობა, რომ გააუქმდება „ქართული ოცნების“ მიერ საპენსიო ფონდის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამარტივებს საპენსიო დანაზოგების განკარგვას. (25% ზე ნაკლების ინვესტიციასთან დაკავშირებით)
“ძლიერი საქართველო”, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას პენსიების 1000 ლარამდე გასაზრდელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს.
უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან აქტიური მუშაობა, იმისათვის რომ უზრუნველყოს საპენსიო სესხებისა და ოვერდრაფტების შესაბამისი კონტროლი, რათა პენსიონერები დაცული იყვნენ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი პრაქტიკისგან.
ხელისუფლებაშ მოსვლისთანავე გაუქმდება საპენსიო ფონდების ინვესტიციების შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონი და აღდგება ეროვნული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა ფონდი რომლებზეც პენსიონერები არიან დამოკიდებულნი ინვესტირებული იქნეს უსაფრთხოდ, დივერსიფიცირებულად და სრულიად არაპოლიტიკურად.
პენსიების გაზრდის გეგმა სრულიად დაფინანსებულია. ის არ დააზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს. “ძლიერ საქართველოს” აქვს დეტალური გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ ნიშნულის გაზრდის დაფინანსებას, მათ შორის უძრავი ქონების გადასახადების გაზრდით და კორუფციის შემცირებით/აღმოფხვრით“, – აცხადებენ „ძლიერ საქართველოში“.
ამასთან,”ძლიერი საქართველო” აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადის 25%-ით გაზრდას აპირებს.
„ეს კომპანიები თავისუფლად ოპერირებენ/მუშაობენ, მაგრამ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები მათ ავალდებულებენ დამატებით გადასახადების გადახდას იმ პრივილეგიიდან გამომდინარე, რომ ისინი გარკვეულ ხარჯებს აკისრებენ საზოგადოებას. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად -ს ილინოისის შტატში, ეს ფონდები გამოიყენება სპეციალურად პენსიების მხარდასაჭერად, რის გაკეთებასაც “ძლიერი საქართველო” აპირებს. აზარტული თამაშების ინდუსტრიამ ქართველების სახლებიდან ბევრი ფული წაიღო; ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ რომ ამ თანხის ნაწილი შევიდეს ქართულ სახლებში“, – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ