ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი_63% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა . ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს : პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.
მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია; მონაცემთა შესაძლებლობები; იმპლემენტაცია; ბიუროკრატიის ხარისხი. საქართველო კოორდინაციის მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა; ბიუროკრატიის ხარისხით კი 25-ე პოზიცია დაიკავა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „ ინსტიტუტები, როგორიცაა სამინისტროები, საჯარო დეპარტამენტები და საკანონმდებლო ორგანოები, წარმოადგენენ კარგად მოქმედი მთავრობის ქვაკუთხედს. ძლიერი ინსტიტუტები ეფუძნება მიზანს, შეუძლიათ კოორდინაცია და ეფექტური მუშაობა სხვებთან, გაანალიზონ და კარგად იმოქმედონ ახალი ინფორმაციის საფუძველზე და შეუძლიათ გეგმებისა და პოლიტიკის კონკრეტულ ქმედებებად და პროგრამებად გარდაქმნა.“
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/cggi/chandler-good-government-index
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს