ძლიერი თოვის გამო, ოსლოს მთავარი აეროპორტი დაიხურა

ნორვეგიაში, ოსლოს მთავარი აეროპორტი ძლიერი თოვის გამო დაიხურა. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, შეფერხებით მუშაობს მატარებლისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის ეროვნული აეროპორტის ოპერატორის Avinor-ის წარმომადგენელი ავრცელებს.
“ეს ძალზე იშვიათია… იმდენი თოვლია, რომ პილოტები ვერ ხედავენ შუქს ადგილზე, ამიტომ ჩვენ შევაჩერეთ ყველა შემომავალი და გამავალი ფრენა. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა სპიკერმა.
Bane Nor-ის განცხადებით, ოთხშაბათს ამინდის პირობების გამო, აღმოსავლეთ ნორვეგიის ნაწილებში მატარებლის მოძრაობაც შეჩერდა.