“ძლიერი ზამთრის“ თავდაცვის პაკეტი უკრაინას გერმანიისგან” – დეტალები

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს და წერს, რომ სატელეფონო საუბრისას მათ გერმანიის მრავალწლიანი ფინანსური დახმარების პროგრამებზე, ასევე შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე, მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირებასა და შემდგომი დაცვისთვის საჭირო ძალისხმევაზე ისაუბრეს.
“სატელეფონო საუბარი მქონდა ოლაფ შოლცთან. ვისაუბრეთ თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. მადლობელი ვარ გერმანიის ძლიერი „ზამთრის“ თავდაცვის პაკეტისთვის, მათ შორის 4 IRIS-T სისტემისა და გერმანიის მრავალწლიანი ფინანსური დახმარების პროგრამისთვის. ეს არის გერმანიის ურყევი მხარდაჭერის საუკეთესო მანიშნებელი. ძალიან ვაფასებ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება. ვისაუბრეთ ევროკავშირთან უკრაინის ერთიანობის უზრუნველსაყოფად გერმანიის თანხმობის მნიშვნელობისა და მომავალი წლებისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხზეც.” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას