ემიგრაციიდან საქართველოში დროებით დაბრუნებული ემიგრანტის, თეონა ჭანტურიას წერილი სოციალური ქსელიდან.
როგორც თეონამ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სურვილი აქვს სამსახური იპოვოს და საქართველოში, შვილებთან და ოჯახთან ერთად დარჩეს, მაგრამ ჯერჯერობით მისი მცდელობები, საქართველოში სამსახურის პოვნის თაობაზე ასე ვითარდება:
„მონობა მოდაშია თუ რა ხდება?
გამარჯობათ! ბავშვის მომვლელს ვეძებთ გაგესაუბრებით ვიდეო ზარით თუ შეიძლება, რეკომენდაცია გაგიწიეს და იმიტომ გირეკავთ!
– დიახ გისმენთ, ვპასუხობ ვიდეო ზარს.
– იცით, ჩვენ, 8 წლის ბავშვისთვის გვინდა მომვლელი, ბავშვს უნდა მიხედოთ: წაიყვანოთ, წამოიყვანოთ, ამეცადინოთ. – მეუბნება ბავშვის დედა.
– კარგი, ეს თავისთავად, დასვენების დღე როგორ მექნება? – ვეკითხები მოცემული აღწერილობის შემდეგ.
– იცით ჩვენ 24 საათიანი ძიძა გვესაჭიროება და კვირაში ერთი დღე გაგიშვებთ, მაგრამ არ ვიცით როდის! კერძების კეთება ხომ იცით? ნამცხვრების? ასევე სახლში კიდევ ორი ბავშვია იმათ საწოლებს ხომ დაალაგებთ? ჭუჭყიან სარეცხს ხომ შეყრით მანქანაში, გენერალური „უბორკა“ არ გევალება თუმცა ხომ დაალაგებთ საკუთარი სახლივით?
ცოტა დუმილი ცოტაზე მეტი გაოცება!
– ხო საყვარელო, ჩვენ იტალიაში და თურქეთში ნამყოფ ქალბატონებს ვეძებთ, იციან კანონიერად ყველაფერი. ხო კიდევ, მეცადინეობას ხო შეძლებთ ბავშვისას? – აგრძელებს ბავშვის დედა.
ხელფასზე არ ღირს გავაგრძელო, მარაზმში გადამივა თხრობა…
ხალხო ეს საქართველოა? და ამ „პეროიან“ ხალხს დაავიწყდა რომ მონობა და ბატონყმობა დიდი ხნის წინ გადავარდა…..
არა და როგორ სიხარულით მოვფრინავდი ჩემს საქართველოში. „შილაკი“ არ მიშლიდეს ხელს სულ მუხლობით ჩამოგიწერდით ჩვენს უფლებებსა და მოვალეობებს ევროპაში“ – თეონა ჭანტურია