ძიუდოს ფედერაცია: ვარლამ ლიპარტელიანის პოლიტიკაში წასვლას მივესალმებით

ძიუდოს ფედერაცია ყოფილი სპორტსმენის, ვარლამ ლიპარტელიანის ქართულ ოცნებაში გაწევრიანებას Facebook -ზე გამოეხმაურა.
ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ისინი ყოფილი სპორტსმენის პოლიტიკაში წასვლას მიესალმებიან.
“მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ყოფნა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოს და სპორტის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.” — ნათქვამია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ყოფილი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონში ქართული ოცნების დელეგატად არის წარდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში