ძიუდოს ფედერაცია: ვარლამ ლიპარტელიანის პოლიტიკაში წასვლას მივესალმებით

ძიუდოს ფედერაცია ყოფილი სპორტსმენის, ვარლამ ლიპარტელიანის ქართულ ოცნებაში გაწევრიანებას ეხმაურება.
“მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მისი ყოფნა დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოსა და სპორტის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”. – ვკითხულობთ ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი სამგორში ქართული ოცნების დელეგატი იქნება.