„ძირს რუსული რეჟიმი”, „გამოდით, საქართველოს გვართმევენ” – ამ შეძახილებით ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

„ძირს რუსული რეჟიმი”, „გამოდით, საქართველოს გვართმევენ” – ამ შეძახილებით ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ქუჩაზე მსვლელობას მართავენ.
„დროა ბრძოლის, ევროპული მომავლის დასაცავად, ათასობით ბათუმელი ქუჩაშია გამოსული. ხედავთ ყოველ დღე იზრდება მათი რაოდენობა, ანუ პასუხია ის, რომ ქართველების უმრავლესობის არჩევანი ევროპაა და არა ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება – დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.
მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ