დაკავებული სტუდენტი ლიკა ლორთქიფანიძე საკნიდან წერილს ავრცელებს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მოსამართლე თეთრაულმა 12-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა, წერს, რომ “ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის ყვირილის გამო 19 წლის გოგოს დაკავება კატასტროფაა”.
ლიკა ლორთქიფანიძე, რომელსაც ხელბორკილები მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაადეს, ქართველ ხალხს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
საქართველოში, 19 წლის სტუდენტი გოგოს დაკავება ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის ყვირილის გამო არის კატასტროფა. ჩვენ არც შეგვეშინდება, ვერც შეგვაშინებთ, ვერც გაგვაჩერებთ. აჯანყდით! გაბრაზდით! ბრძოლა ბოლომდე! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”. – წერს ლიკა ლორთქიფანიძე.
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს – ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი” – სკანდირებდნენ აქტივისტები.
