„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ამ შეძახილებით მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ

„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ამ შეძახილებით მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ.
მათი განცხადებით, სარაჯიშვილის მეტროდან მსვლელობით თემქაზე, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან მივლენ, რითაც ქვეყანაში არსებულ „საპოლიციო რეჟიმს გააპროტესტებენ“.
აქციის მონაწილეების განმარტებით, გარეუბანში აქციის გამართვა შეგნებულად შეარჩიეს იმიტომ, რომ „უთანასწორო გარემო ცენტრსა და პერიფერიებს შორის იგრძნობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროტესტი მოედოს თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა ქალაქს“.
„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ, იმ სოციალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს ამ პოლიციურ რეჟიმს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, ქვეყანაში პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი .