“ძირს ვეგდე, მაგინებდნენ და დაკავებით მემუქრებოდნენ” – პოლიციის მხრიდან ტერორზე კიდევ ერთი მოქალაქე ალაპარაკდა

16 წლის მოზარდის საქმის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ტერორზე სულ უფრო მეტი მოქალაქე ალაპარაკდა. ტვ პირველს 24 წლის კაცი დაუკავშირდა, რომელიც ძველი თბილისის პოლიციას უმძიმეს დანაშაულში ამხელს.

კაცი ყვება, რომ პოლიციის 4 -მა ეკიპაჟმა საკუთარ უბანში გააჩერა და მოსთხოვა, მათთვის ტელეფონი გაეხსნა. უარის შემდეგ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც კაცს მათი მოთხოვნის შესრულება მოუწია. მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციამ მის ტელეფონში ვერაფერი ნახა, რის შემდეგაც დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე პრეტენზია მომხდართან დაკავშირებით. უარის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გაუშვეს.

ჩემი უბნის ტერიტორიაზე ვიყავი და უცებ 4 ეკიპაჟი მოვიდა და დაიწყო აგრესიული ქმედებები. ტელეფონი ჩამომართვეს, მითხრეს, რომ “გამიხსენი ტელეგრამიო”, არ გავუხსენი და მერე დაიწყეს ფიზიკური შეხება და მოკლედ, სანამ არ გავუხსენი, იქამდე ფიზიკურად მისწორდებოდნენ. ბოლოს მოვიდა მთავარი, “ნარკორეალიზატორს ვეძებთ აქო” და გინდა თუ არა, ტელეფონში ტელეგრამი უნდა მაჩვენეო. მეთქი, ჩემი ტელეფონია, რატომ უნდა გაჩვენოთ და მანდ დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფა, გინება, აგრესიული ქმედებები. დამემუქრა, რომ გადაგიყვან ადმინისტრაციული წესით დაუმორჩილებლობის გამოო. მოვიდა მთავარი გამომძებელი, ორი არჩევანი გაქვსო: ან გაგვიხსენი ტელეფინი თუ არადა გაკავებთო და კიდევ ზევიდან ჯარიმაო და ბოლოს გავუხსენი ტელეგრამი, ვერაფერი ნახეს და გამომიშვეს. თაბუკაშვილის თანამშრომლები იყვნენ. ჩვენს ხელში ხარო, არავინ არ არის შენი გადარჩენელიო. ისე შემეხნენ, რომ ძირს ვეგდე რეალურად. მთავარმა გამომძიებელმა მითხრა, პრეტენზია გაქვს, რაც მოხდაო? იმიტომ, რომ ნახეს მერე არაფერი რომ არ იყო. თუ მქონდა, მაშინ გადავყავდი კაპეზეზე ადინისტრაციული წესით და კიდევ ჯარიმა მიმატებდნენ. თუ არ მქონდა, მაგ შემთხვევაში გამიშვებდნენ. საბოლოო ჯამში, მომიწია თქმა, რომ პრეტენზია არ მქონდა, – ამბობს ახალგაზრდა კაცი “პირველებთან” საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ „შაბათის ეთერმა” მოიპოვა ფარული ჩანაწერები პოლიციის მანქანიდან და განყოფილებიდან, სადაც გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოს თანამშრომლები ჩანან. მასალაში ასახულია 16 წლის სკოლის მოსწავლის დაკავების ეპიზოდი.

ჩანაწერების მიხედვით, მოზარდი საეჭვოდ მიიჩნიეს სამი პულივიზატორის გამო, პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში. მანქანაში არასრულწლოვანს ტელეფონის გახსნას აიძულებენ, მაშინ როცა იგი დედასთან დარეკვას ითხოვს. ამასთან მას “თითების დამტვრევით” და მსაჯვრდებული მამის გაუპატიურებით ემუქრებიან.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით