ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მართავს

დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციის გამართვას გეგმავს.
მმართველი პარტიის ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაემართნენ.
წინა რიგებში დგანან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი („ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-10 ნომერი), პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.
„უბრალოდ, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორისაა არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, – უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ ცოტნე ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები, აქტივისტები და საჯარო მოხელეების ნაწილი. ტრანსპორტის პარკირებისთვის მათ გამოიყენეს რესპუბლიკის მოედანი, სადაც საავტომობილო მოძრაობა მმართველი პარტიის ღონისძიების გამო შეზღუდულია.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე, რომლებიც რეგიონულ ცენტრებში გაიმართა, ამომრჩეველს მიმართავდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი , პარტიის თავმჯდომარე , საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი , რომელიც ამავდროულად არის თბილისის მერიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება