“ძირითადად თავს საკმაოდ მშვიდად ვგრძნობ, რადგან ჩემს პირად ცხოვრებას კარგად ვიცავ” – ბრედ პიტი – Marao

ბრედ პიტი ჟურნალ GQ-ს მთავარ გარეკანზე გამოჩნდა.
მსახიობმა GQ-სთან ინტერვიუში სწორედ დაძაბული პირადი ცხოვრების ფონზე მუშაობაზე ისაუბრა:
“ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია, 30 წელია ჩემს პირად ცხოვრებაზე წერენ, ძმაო. ან ჩემი პირადი ცხოვრების თავისებურ ვერსიაზე, ასე ვთქვათ.
ყურადღება ყოველთვის იყო რაღაც შემაწუხებელი, რასთან გამკლავებაც სხვადასხვა დონეზე მუდამ მიწევდა – დიდზეც და მცირეზეც – იმ დროს, როცა ვაკეთებ იმას, რაც მართლა მინდა. ასე რომ, ეს მუდამ იყო ერთგვარი მომაბეზრებელი რამ ჩემს ცხოვრებაში.
ძირითადად თავს საკმაოდ მშვიდად ვგრძნობ, რადგან ჩემს პირად ცხოვრებას კარგად ვიცავ. თბილად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს ჩემს მეგობრებთან, პარტნიორებთან, ოჯახთან, საკუთარ თავთან. საჯარო ყურადღება იმ პატარა ბუზს ჰგავს, რომელიც ამ ყველაფრის ირგვლივ დაფრინავს.”
GQ-მ შემდეგ პიტს პირდაპირ ჰკითხა, გრძნობდა თუ არა შვებას, ახლა, როცა ჯოლისთან მისი განქორწინების პროცესი საბოლოოდ დასრულდა. ოსკარის მფლობელი მსახიობის თქმით, “არა, არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებული იყო. უბრალოდ ეს იყო რაღაც, რაც კანონიერად დასრულდა.”
· გაიკეთა თუ არა ბრედ პიტმა სახის გადაჭიმვის ოპერაცია – მსოფლიო პრესა მსახიობის შესაძლო პლასტიკურ ოპერაციაზე წერს
პიტმა პუბლიკის ყურადღება მიიპყრო მეორე ხარისხოვანი როლით ფილმში „თელმა და ლუიზა“, სადაც იგი თამაშობდა დამნაშავეს, რომელიც დამეგობრდება თელმასთან (ჯინა დეივისი). მისი სასიყვარულო სცენა დეივისთან, სადაც პიტი გვევლინება წელს ზევით შიშველი, კოვბოის ქუდში, განიხილება როგორც „სიმბოლური“, რომელიც ხშირად მოწმობს და საზღვრავს პიტს როგორც „სექს სიმბოლოს“.
პიტი „მეგობრების“ ვარსკვლავს ჯენიფერ ენისტონს შეხვდა 1998 წელს და მათი ქორწილი შედგა მალიბუში, 2000 წლის 29 ივლის. მათი ცერემონია დახურული იყო, ჟურნალებში მათი ქორწილის ამსახველი მხოლოდ ერთი სურათი დაიბეჭდა.
· უარი მამის გვარზე და დაძაბული ურთიერთობა დედასთან – შაილო ჯოლი-პიტის ცხოვრების უცნობი დეტალები
ჯენიფერის და პიტის ქორწინებამ 4 წელი გასტანა, ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო ჭორები მათი დაშორების შესახებ. პიტი ჯენიფერს ოფიციალურად 2005 წელს გაეყარა.
· დედის ასლია: შაილო ჯოლი-პიტის ახალი ფოტოები საზოგადოების ყურადღებას იქცევს
2005 წლის აპრილს, პაპარაცების მიერ იქნა გადაღებული სურათები, რომელიც ადასტურებდა იმ ჭორს, რომელიც არსებობდა ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის.