ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მეხანძრე-მაშველებს ურთულესი მისია აკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად, უდიდეს თავდადებას მოითხოვს.
„ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს! თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და, ამასთან, ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
Next: მამაკაცს, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, გერმანიის სასამართლომ 9 600 ევროს გადახდა დააკისრა

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს