“ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით?! თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები?” – რა ხდებოდა ევროპარლამენტში საქართველოზე დებატებისას

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ზე­დი­ზედ რვა­ჯერ გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ჩვენ არ ვა­ტა­რებთ კენ­ჭისყრას რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ნე­თა­ნი­აჰუს მიერ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის მა­სობ­რივ ხოც­ვა-ჟლე­ტას გმობს, – ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, და­ნი­ლო დელა ვა­ლემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მარ­თულ დე­ბა­ტებ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

“მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ მე­სა­მე მსოფ­ლიო ომში ვეშ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ზე­დი­ზედ რვა­ჯერ გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ჩვენ არ ვა­ტა­რებთ კენ­ჭისყრას რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ნე­თა­ნი­აჰუს მიერ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის მა­სობ­რივ ხოც­ვა-ჟლე­ტას გმობს. დროს ვკარ­გავთ, მაგ­რამ რისი აღი­ა­რე­ბაც ჩვენ არ გვინ­და არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხმას თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აძ­ლე­ვენ და არა იმის, რაც კა­ლას­სა და ფონ დერ ლა­ი­ენს სურთ“, – გა­ნა­ცხა­და და­ნი­ლო დელა ვა­ლემ.

  • მისი თქმით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მთელ ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩებ­ში გა­მო­დი­ან და მეტ უფ­ლე­ბებ­სა და პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ითხო­ვენ.

“ევ­რო­კავ­ში­რი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ახ­ლა­ხან არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა სხვა ინ­ტე­რე­სებს ატა­რებს და ვინც ნატო-ზე ზრუ­ნავს ამას აპ­რო­ტეს­ტებს. ჩვენ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს უფრო მეტი დრო უნდა და­ვუთ­მოთ და არა სხვებ­ზე ზე­წო­ლა­სა და მუ­ქა­რას“, – აღ­ნიშ­ნა იტა­ლი­ელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • ფრან­გმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, ნა­ტა­ლი ლუ­ა­ზომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ს აქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა აპ­რო­ტეს­ტებს იმას, რომ მათ არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რეს და გა­ა­ყალ­ბეს.

ვრცლად