ძვირფასი ლითონის ფასმა ტრუას უნციაზე 4000 დოლარს გადააჭარბა

ძვირფასი ლითონის ფასმა ტრუას უნციაზე 4000 დოლარს გადააჭარბა
ტრუას უნციაზე (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს – რედ.) ოქროს ფასმა 4 000 დოლარის ზღვარი პირველად გადალახა.
წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონი 50 პროცენტზე მეტით გაძვირდა, რაც მისი ყველაზე დიდი გაძვირებაა გასული საუკუნის70-იანი წლების შემდეგ.
ოქროს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი ფულის უსაფრთხოდ დაბანდების მეთოდები ეძიონ.