პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
ძველ ნოკიაში რომ იყო თამაში – სნეიქი. პატარა “გველუკა” რომ.დადის, ჭამს, ჭამს, გზად რაც ხვდება, ყველფერს ჭამს, მაგრამ როცა სივრცეში ვეღარ ეტევა, ბოლოს საკუთარი თავის ჭამას იწყებს და… თამაშიც მთავრდება.
ასეთია ტოტალიტარული მმართველობის პროცესიც, ბოლოს საკუთარი თავის ჭამაზე გადადის, მაგრამ… მანამდე კი ყველაფერს მიირთმევს გზად.ან მეორენაირადაც შეიძლება გაგება – ტოტალიტარიზმი ყველაფერს კი ჭამს, მაგრამ ბოლოს საკუთარი თავის ჭამაზე გადადის.ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეორე პირველს, თუმცა ორივე შემთხვევაში საზრისია ის მსხვერპლი, რასაც გზად იღებს, სანამ საკუთარ თავზე გადავა.როდესაც ტოტალიტარის დამარცხება შეუძლებელია, ილუზიები მისი მარცხის პროპაგანდაზე კი არ უნდა ააგო, არამედ ზიანის შემცირებაზე, რომ ნაკლები მსხვერპლით დასრულდეს, ხოლო თუ მავნებლობით, უვიცობით თუ მიამიტობით ხელს უწყობ მას, მაშინ გამოდის რომ შენით სთავაზობ თავსაც და სხვებსაც საკვებად.ამიტომაა დასაფიქრებელი, ის, რაც ეს თვეებია მიმდინარეობს, კვებავს ჩვენს ქვეყანაში ტოტალიტარს თუ აზიანებს? ახლა რაც ხდება, მსხვერპლს ურიგებს გზა და გზა ტოტალიტარს და აძლიერებს მას თუ ზიანს ამცირებს?
ჯერ ამ კითხვებზეა პასუხი გასააზრებელი, შემდეგ კი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს და როგორ.